მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საქართველო უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს სტამბოლიდან კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება. ის 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას თურქეთიდან რეანომობილით სარფის საბაჟოდან გადმოიყვანან, შემდეგ კი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ.
როგორც სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ "კურიერთან" განმარტა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სუსტია და საჭიროებს მოვლას, დახმარებისთვის კი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
"საქართველოს 1 მოქალაქე იყო დაინფიცირებული, ის 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სუსტია და მას ესაჭიროება მოვლა, ამიტომ ვთხოვეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათ დააფინანსეს მისი მგზავრობა რეანომობილით, რადგან სხვანაირად ეს ქალბატონი მგზავრობას სხვანაირად ვერ შეძლებდა," - განაცხადა ინგა კიკვაძემ.