რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის ინფექციაზე დაახლოებით 25 პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 2 პაციენტი იმყოფება. ასევე, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 60 პაციენტია.