18 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია უზრუნველყოფს

საკარანტინო ზომების გამკაცრების შემდეგ, ღამემ ლენტეხში მშვიდად ჩაიარა. ვითარებას ადგილზე პოლიცია და თავდაცვის ძალები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას კარანტინის წესებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. მუნიციპალიტეტში დაწესებული შეზღუდვები მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

დღის ამბები