თბილისში დიღმის მასივში ხანძარია, ცეხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ცეცხლი კორპუსის მეცხრე სართულზე მდებარე ბინის ერთ ოთახსა და აივანს მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა 3 ეკიპაჟი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.