თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული COVID 19-ის 14 შემთხვევიდან უმრავლესობა ქობულეთის კლასტერიდან არის.
ახალი შემთხვევებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია მხოლოდ ერთი, რომელიც მარნეულის კლასტერს უკავშირდება.
მარინა ეზუგბაიამ კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა.
მისი განცხადებით, ძალიან მძიმე 2 პაციენტიდან ერთთან მდგომარეობა სტაბილური გახდა, მეორესთან კი, ჯერჯერობით, მდგომარეობა კვლავ უკიდურესად კრიტიკულია.