ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. ერთს ანალიზი კლინიკაში აუღეს, მეორე არასრულწლოვანი პაციენტი ბათუმიდან ჩამოიყვანეს.
ორივე შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება და ქუთაისელი პაციენტის ოჯახის წევრები არიან.
ამ დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია, მათგან ორი ბავშვია.
ქუთაისის ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, რომლებიც თერჯოლის კლასტერს წარმოადგენს. მათ ანალიზი ლაბორატორიაში გუშინ აუღეს.
რაც შეეხება ლაბორატორიას, ჯამში 48 ანალიზი შემოწმდა, მათგან სამი დადებითი პასუხი მიიღეს. ერთი პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.