კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაგზავნილი 7 პასუხი უარყოფითია. საკარანტინო ზონიდან და ცხელების ცენტრებიდან აღებული სინჯებიდან covid 19-ზე დადებითი არცერთი აღმოჩნდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, დღის განმავლობაში საკარანტინო ზონებიდან ნიმუშების აღება კიდევ იგეგმება, რისი პასუხიც სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი.
რაც შეეხება ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პაციენტებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ტემპერატურის გარდა სხვა საეჭვო სიმპტომი არ უფიქსირდებათ.
ამ ეტაპზე რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში 444 მოქალაქე იმყოფება.თვითიზოლაციში კი 2 მოქალაქე რჩება.
კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევა არ არის.