ხაშურში საკარანტინო წესები მაქსიმალურად გამკაცრდება - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს უკვე ეცნობა, რომელმაც საკითხთთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.
გადაწყვეტილება კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შემთხვევას უკავშირდება, რომელიც დღეს სოფელ ხიდისყურში დილით დადასტურდა. ახალი ინფიცირებული იმ ქალის კლასტერიდანაა, რომელიც ირანის მოქალაქეებთან თარჯიმნად მუშაობდა და "კობიდ-19" გუშინ დაუდასტურდა.
ორივე ოჯახში 10-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათ თავის მხრივ შეხება ჰქონდათ კიდევ სხვა პირებთან. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს სწავლობენ.