ახალციხის ბაზრის მოვაჭრეები სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობასთან შეიკრიბნენ და ბაზრის გახსნა მოითხოვეს.
სავაჭრო ცენტრი"ახალციხე" 7 აპრილიდან სრულად დაიხურა და ვაჭრობა შეწყდა.
ბაზრის დირექცია მოვაჭრეებთან ერთად მასე მერე ელოდება სააგენტოს ნებართვას. 6-დღიანი ლოდინის შემდეგ მალფუჭებადი პროდუქციის გამყიდველები ლია ბექაურისგან ითხოვდნენ პასუხს.
აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი გურამ მელიქიძე შეხვდა და დაპირდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეამოწმებდნენ ახალციხის ბაზარს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.