18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - ლაგოდეხში ძმისშვილმა ბიძა მოკლა

კახეთში ძმისშვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მსხალგორში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის იარაღი ნაჯახია, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა 65 წლის კაცს თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაკავებულია.


ადგილობრივების თქმით, მოკლული და ბრალდებული ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ბიძის დაღუპვის შესახებ კი ძმისშვილმა მეზობლებს თავად აცნობა და დახმარება სთხოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია.

როგორც მეზობლები "კურიერთან" ჰყვებიან, კაცი რომ მოკლული იყო მოგვიანებით აღმოაჩინეს, გასვენებისას ცხედარს შუბლის არეში დიდი ზომის ჭრილობა შენიშნეს. 

დღის ამბები