აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი, მარკ მილი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები ჯერ არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ COVID-19-ის ვირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი. ამის შესახებ მილიმ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
"ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ ეს არ არის ბოლომდე დადასტურებული, თუმცა ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ვირუსი ბუნებრივი წამროშობისაა. ამერიკელმა სამხედროებმა ვირუსის წარმოშობის შესწავლა ეპიდემიის ადრეულ ეტაოზევე დაიწყეს," - განაცხადა მარკ მილიმ.