18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
არის ბიზნესები, რომელთაც აქვთ რესურსი, რათა საკუთარი თანამშრომლები ამ ძნელბედობის ჟამს მცირედით მაინც დააკმაყოფილონ - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, კრიზისის შემდგომ პერიოდში ბიზნესის ხელშესაწყობად სახელმწიფოს სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული - ამ განცხადებით ვიცე-სპიკერი "ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის" განცხადებას გამოეხმაურა.

თავის მხრივ, "ქართული საცალო ბიზნესის ასოციაცია" ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაზე საუბრობს და ხელისუფლებისგან ბიზნესის დახმარებას ითხოვს.

გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოში არის კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ კრიზისულ პერიოდში თანამშრომლები მცირედით მაინც დააკმაყოფილონ.

"ნუ ვიტყვით, რომ ბიზნესმა აღიქვა ზეწოლად პრემიერის განცხადება. სახელმწიფოს აქვს პროგრამა იმისთვის, რომ ბიზნესი გადარჩეს. მაგრამ არის ბიზნესები, რომელთაც აქვთ გარკვეული რესურსი, მაგრამ ამ რესურსს არ იყენებენ თუნდაც იმისათვის, რომ საკუთარი თანამშრომლები მცირედით მაინც დააკმაყოფილონ ამ ძნელბედობის ჟამს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასოციაციაში კი ფიქრობენ, რომ აუცილებელია შეღავათების დაწესება და ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება.

"ჩვენ დაგვიხურეს ონლაინ გაყიდვები. არანაირი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. ბმაში არის ეს დღგ-ს საკითხი პრემიერის გუშინდელ განცხადებასთან.

ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოვიჩინეთ, სანამ მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას. ჩვენ მანამდე გავაკეთეთ განცხადება და დავხურეთ მაღაზიათა ქსელი," - აღნიშნა "სუპერის" დირექტორმა მამუკა მაისურაძემ.

დღეს ასოციაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრის მოთხოვნით 3 კვირის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები