საქართველოს კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მონაცემი 370-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 370-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი და ამ დროისთვის ასეთი სულ 77 მოქალაქეა. გარდაცვლილია 3.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5079 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 558 ადამიანი რჩება.