07 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
2 გამოჯანმრთელებული კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტია, აქედან 80-ს კოვიდინფექცია აქვს. ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსისგან მათ კლინიკაში კიდევ 2 ადამიანი განიკურნა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ:

"2 გამოჯანმრთელებული რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. რეანიმაციაში იმყოფება 9 პაციენტი მათგან 5 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი ნაზალურ CIPAP-ზე,  მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს 45 პაციენტს.

გვყავს 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკაში იგეგმება 2 ათეული ტესტის ჩატარება,  იმედია ყველა პასუხი უარყოფითი მოვა და ხვალ განმეორებითის ჩატარების შემთხვევაში დატოვებენ კლინიკას.

კლინიკაში 2 პაციენტი დაემატა, ერთ-ერთი მათგანის მდგომაროება საყურადღებოა," - განაცხადა რატიანმა.

დღის ამბები