34 ინფიცირებული ბოლო 24 საათში. ეს არის COVID-19-ის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რაც აქამდე დაფიქსირებულა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 370-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 77ი. იზრდება სტაციონერში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების რაოდენობაც. კლინიკებშია 558 ადამიანია, მათ ვირუსის ნიშნები აქვთ. კარანტინში კი 5 ათასზე მეტი პირია.
ახალი შემთხვევები შიდა გადაცემებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხაზს უსვამენ რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რათა კორონავირუსის გავრცელება ქაოსურად არ მოხდეს და ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს ამ პრობლემასთან გამკლავება.