26 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
ჯანმოს განცხადებით, კორონავირუსის აფეთქების შემდგომი ეპიცენტრი შესაძლოა აფრიკა გახდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის აფეთქების შემდგომი ეპიცენტრი შესაძლოა აფრიკა გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯანმოში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კვირას აფრიკულ ქვეყნებში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, ძირითადად პროვინციებში.

კონტინენტზე ათასზე მეტი გარდაცვალების და 18 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების.

დღის ამბები