ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, 15 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 385-ია, აქედან, 100-ზე მეტი ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული კოვიდინფექციით საავადმყოფოში 45 პაციენტია, ბოლოს დადასტურებული შემთხვევებიდან დამატებულია 6, აქედან 3 არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით.
საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით სულ 8 პაციენტია, კრიტიკულთან მიახლოებული კი 2-ია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში ამ დროისთვის, 7 მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.