07 სექტემბერი 2026,   09:25
ვრცლად
რამდენი პაციენტის მიღების საშუალება აქვს ინფექციურ საავადმყოფოს

რამდენი პაციენტის მიღების საშუალება აქვს ინფექციურ საავადმყოფოს, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა  დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში შესაძლებელია მოთავსდეს მაქსიმუმ 72 პაციენტი:

"ჩვენ 33 ბოქსირებული პალატა გვაქვს, ოთახი რასაც ჰქვია, მაგრამ ამ 33 პალატაში ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ მინიმუმ 66, მაქსიმუმ 72 პაციენტი. როცა კლასტერებად არის პაციენტების ინფიცირება, მათი ერთად განთავსება შესაძლებელია,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები