11 სექტემბერი 2026,   17:34
ვრცლად
კორნავირუსის 385 შემთხვევა - რა მდგომარეობაა თბილისსა და რეგიონებში

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 15  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე დადასტურებულია კორნავირუსის 385 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 84. გარდაცვლილია 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში - 4971  მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 519 პაციენტი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი იმყოფება,  სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

3 მძიმე პაციენტი დაემატა ინფექციურ საავადმყოფოსაც და ამ დროისთვის 8 პაციენტი ჰყავთ მძიმე პნევმონიით.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას,  აქ გართულებული პნევმონიით 11 პაციენტია, მათ შორის არის სასულიერო პირიც.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ბოლო 2 დღის განმავლობაში 65 კვლევა ჩატარდა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. 

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათან 1 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. დაინფიცირებული 50 წლამდე ქალია. დანარჩენი 3 პირი კი კარანტინიდან გადაიყვანეს, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ქუთაისში ერთით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ისიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები