თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების მოწოდება ეკლესიაში მისვლასთან დაკავშირებით აპოკალიფსური განწყობებით არის განპირობებული, ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
"იმის ძირითადი ხაზი, რომ მრევლი ღვთისმსახურებას აუცილებლად ტაძარში უნდა დასწრებოდა, არის ის აპოკალიფსური განწყობები, რომელიც ჩვენს ეკლესიაში მომრავლებულია საბჭოთა კავშირის დაშლიდან. საზოგადოებაში ოდითგანვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მომავლის შიშის მოძრაობა. ეს აისახა პატრიარქის ხედვაშიც, რომელსაც სინოდმა აპოკალიფსის მხედარიც კი უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ურჩობის მთელი ეპიცენტრი არის თბილისში და კონკრეტულად კი, სამების საკათედრო ტაძარში. რეგიონებში კი უფლებამოსილება საბედნიეროდ ადგილობრივ ეპისკოპოსებს აქვთ, რომელთაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.
"თუ არ მოხვალთ ტაძრებში, მერე რა პასუხს გასცემთ ღმერთს" - ეს სიტყვები არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე,"- აცხადებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.