19 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა - ილია მეორეს ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლის დროს უფალს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა.

"მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით, პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია.

ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც  წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები,"- აღნიშნილია ეპისტოლეში. 

დღის ამბები