ფოთში ტრანზიტული ტვირთების მოძრაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა მუდმივად იცვლება. ამჟამად იზოლაციაში 61 პირი იმყოფება, რომელთა შორის მყოფი გადამზიდავი ავტომობილების მძღოლები ტვირთის მიღებისთანავე შეწყვეტენ აღნიშნულ რეჟიმს.
საკარანტინო სივრცეში კი ფოთიდან 3 პირი რჩება. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
"ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. თვითიზოლირებულთა და კარანტინში მყოფთა რიცხვი მუდმივად იცვლება. ტრაილერების მძღოლები ტვირთის მიღებისთანავე ტოვებენ აღნიშნულ სივრცეებს.
ფოთში მოქმედი საწარმოები, რომელთა მუშაობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, მუშაობენ მაღალი თვითშეგნებით და მათ მიერ მაქსიმალურად არის დაცული საგანგებო სიტუაციის წესები, თუ რეკომენდაციები," – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.