ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა. ამის შესახებ ბრძანება ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს გამოსცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ალექსანდრე ანქვაბი დე ფაქტო ხელისუფლებაში ე.წ პრემიერ-მინისტრის პოსტს ადრეც იკავებდა 2005-2010 წლებში.
2011-დან 2014 წლამდე ის ე.წ პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და თანამდებობა ოპოზიციისა და ე,წ პარლამენტის მოთხოვნის შემდეგ დატოვა.