26 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე - გიგა ბოკერია ანტიკრიზისულ გეგმაზე

ანტიკრიზისულმა გეგმამ ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა გეგმამ მათ კითხვებს ვერ უპასუხა და პირიქით, მეტი კითხვის ნიშანიც კი გააჩინა.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია გეგმის ბუნდოვნებაზე საუბრობს და იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რის გამოც მისი კრიტიკის ობიექტი გახდა ანტიკრიზისული გეგმა. 

"დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე - ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება ასევე, წნეხის შემცირება მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამ არის.

დახმარება არის გაუგებარი, მასში არასაკმარისი კრიტერიუმებია. ისინი ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, არჩევანს აკეთებენ ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ. ეს კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაც. ამასთან, საპენსიო შენატანზე ხალხს ისევ უარს ეუბნებიან, რომელიც შეიძლება ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ,"- განაცხდა  "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები