ფოთში პრევენციული ღონისძიების ფარგლებში სამედიცინო სფეროს 16 წარმომადგენელი COVID-19-ზე ლაბორატორიულად გადამოწმდა. მათ ბიოლოგიურ ანალიზებთან ერთად, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია ასევე 4 მოქალაქის საკვლევი მასალა, საიდანაც მოსული დასკვნით, არცერთს ინფიცირება არ დაუდასტურდა.
"ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 16 მედიკოსის, მათ შორის 7 ექიმის ბიოლოგიური მასალა, ასევე გამოკვლეულ იქნა ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით შესული პაციენტების ანალიზი. ესენი არიან 17 წლის გოგო, 10 წლის ბიჭუნა და 38 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 62 წლის ქალი ლანჩხუთიდან.
საბედნიეროდ, ოცივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. არც ერთ მათგანს COVID-19 არ აღმოაჩნდა. აქვე მინდა განვმარტო, რომ მედიკოსების გამოკვლევა გეგმიური ხასიათისაა და პრევენციის მიზნით განხორციელდა," – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.