აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 პირი გამოიკვლიეს - არც ერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა.
შესაბამისად, კლინიკა "მედალფაში" ამ ეტაპზე 37 ინფიცირებული რჩება, მათგან 35 პაციენტის ისტორია ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მიზნობრივი ტესტირება. გამოიკვლიეს 400-მდე პირი, რომლებიც რისკჯგუფს განეკუთვნებიან. ესენი არიან მედიკოსები, კარანტინში დასაქმებული პერსონალი და მესაზღვრეები.
ამ რისკჯგუფის წევრების კვლევის შედეგად, ჯერ "კოვიდ 19"-ის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.