18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ბათუმში სპეცოპერაციის დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

სპეცოპერაცია აჭარაში - დაახლოებით სამი საათის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული მახინჯაურში.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ახალგაზრდობის გამზირზე, პირველ ნომერში ჩაატარეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ. 

ამოღებულია 50 კგ-მდე ჰეროინი, ინფორმაციას შსს-ს არ ადასტურებს, თუმცა "კურიერს" ინფორმაციას წყარო უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან აწვდის. სამინისტრო "კურიერს" მხოლოდ იმას უდასტურებენ, რომ საქმე საერთაშორისო დანაშაულს ეხება. 

დაკავებულებს, სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მეზობლების თქმით, განსაკუთრებული ხმაური და სროლა სპეცოპერაციის დროს არ ყოფილა.

შენობიდან ჯერჯერობით დაკავებულები არ გამოუყვანიათ.

დღის ამბები