შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინა.
აქედან კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 75 მოქალაქე, 24 პირი კი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 33 დარღვევა გამოვლინდა.