18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად განაახლებს - კახა კალაძე

ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება შესაძლებელი ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას გასცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.

"ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები