18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
სასწრაფო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ

სასწრაფოს 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათგან სამი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელია. ორი ინფიცირებული, ასაკობრივი კატეგორიის გამო, რისკჯგუფს მიეკუთვნება.

ერთ-ერთი ექიმის ცნობით, 5 პირიდან, რომელსაც ბოლოს დაუდგინა კორონავირუსი, ერთ-ერთი მამაკაცი შემოიყვანეს ყველაზე გვიან.  მამაკაცი ბოლნისის გარდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა და ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი ინფიცირება ბოლნისის კლასტერს არ უკავშირდებოდეს. 

ექიმები ბოლოს თბილისში, ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ვირუსის დადასტურების გამო, ამავე სასტუმროში მყოფ სხვა პირებს კარანტინის ვადა გაუგრძელეს.

ექიმები ავლაბარის საკარანტინო სივრცეში 13 აპრილის შემდეგ, ეტაპობრივად გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც ბოლნისში მათ ერთ-ერთ კოლეგას ვირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები