24 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ვილოცოთ ევროპისთვის, თუ ევროპა ერთიანი იქნება, ჩვენ წინაშე არსებულ განსაცდელს გაცილებით სწრაფად დავძლევთ - რომის პაპი

რომის პაპმა ოთხშაბათი დღის ლოცვა ევროპის ერთიანობას მიუძღვნა. მისი განცხადებით, არსებული მდგომარეობის შემსუბუქება და დაძლევა, მხოლოდ ევროპელი ხალხის ურთიერთთანადგომითაა შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 300 000-ზე მეტი ადამიანი, კონტინენტზე პანდემიამ 127 000 ადამიანი იმსხვერპლა. 

"დღეს წმინდა კატერინას დღეა, რომელიც მკურნალი იყო, ასე სწამს კათოლიკურ ევროპას. მოდით, დღეს ვილოცოთ ევროპისთვის, თუკი ევროპა ერთიანი იქნება, ჩვენ წინაშე არსებულ განსაცდელს გაცილებით სწრაფად დავძლევთ,"- განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკემ.

დღის ამბები