18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მღვდელთმთავარმა ან სინოდმა"- რას აცხადებენ საპატრიარქოში ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით

რამდენიმე წუთში გორის რაიონულ სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც გაირკვევა, შეუფარდებენ თუ არა წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს.

აღსანიშნავია, რომ რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი მომხდარს ამ დროის მანძილზე უარყოფდა. თუ რა პოზიცია აქვს დღეს მას მომხდართან დაკავშირებით, კვლავ უცნობია.  

"მეუფეს ვერ დაუკავშირდებით ახლა, ის ეპარქიაშია ასული,"- განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში მონასტრის მორჩილმა და მეუფეს თანაშემწემ. 

ის, რომ მსგავსი ფაქტი შეუთავსებელია სასულიერო პირობასთან, ამაზე საპატრიარქოშიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელთმთავარმა, ან სინოდმა.

"როგორც უკვე ცნობილია, სამართალდამცავმა უწყებამ სასულიერო პირი მძიმე ბრალდებით დააკავა, ჯერ გაურკვეველია ბრალი დაუმტკიცდება თუ არა. ზოგადად, მსგავსი ქმედება შეუთავსებელი იქნებოდა სასულიერო პირობასთან. ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელთმთავარმა ან სინოდმა,"- განუცხადეს "კურიერს" საპატრიარქოში. 

დღის ამბები