10 სექტემბერი 2026,   06:31
ვრცლად
ყინწვისის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

დღის ბოლოს მოსამართლემ მამა დავით კობაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რითაც ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად პროკურატურამ კობაიძის მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე დაასახელა, რაც დაცვის მხარის აზრით არგუმენტს მოკლებული იყო.

"მას შეეძლო მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა, მიმალულიყო ან ახალი დანაშაული ჩაედინა. ეს არ გააკეთა. ეს ნიშნავს და მიუთითებს იმას, რომ კანონმორჩილი ადამიანია. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი ღონისძიება.

გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო-საგამოძიებო კოლეგიაში და შემდეგ თავიდან მოგვიწევს მსჯელობა, რამდენად რელევანტურია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 მამა დავით კობაიძე სამართალდამცველებმა 28 აპრილს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა და ტარება.

დღის ამბები