05 სექტემბერი 2026,   18:42
ვრცლად
კახეთმა "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა - რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. 325 ბიოლოგიური ნიმუშიდან covid -19 ერთი პაციენტს დაუდასტურდა. "კურიერის" ინფორმაციით, COVID-19 ყვარლის სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა.

რა ვითარებაში მოხდა ექიმის დაინფიცირება ამ ეტაპზე წყაროს შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის,  ოფიციალურ განცხადებას ჯანდაცვის შესაბამისი სამსახური და კახეთის გუბერნატორი ამ დრომდე არ აკეთებს. 
როგორც ცნობილი, ტესტირებისას პირველადმა ანალიზმა მსუბუქად დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ექიმები ლაბორატორიიდან განმეორებითი კვლევის პასუხს ელოდებიან.

პარალელურად, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები ექიმის კონტაქტებს სწავლობენ.

კახეთმა "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა. რეგიონში ამ დრომდე COVID ინფექციის არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. 

დღის ამბები