05 სექტემბერი 2026,   18:42
ვრცლად
COVID-19 კახეთში - "კურიერის" ინფორმაციით, კორონავირუსი დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრსაც აღმოაჩნდა

ყვარელში, კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმის სახლთან ეპიდემიოლოგები იმყოფებიან.

ისინი ყველა შესაძლო კონტაქტის მოკვლევას ცდილობენ და სიტუაციას სწავლობენ.

როგორც ცნობილია, უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი. აღსანიშნავია, რომ ექიმის ვირუსით ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

"კურიერის" ინფორმაციით, კორონავირუსი დაინფიცირებული ქალის ოჯახიც წევრსაც აღმოაჩნდა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

დღის ამბები