განათლების სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ. მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული განათლების მიმართულებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარადგინა.