ხვალიდან ქვეყანა შიდა გავრცელების მე-7 კვირაში გადადის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და ტემპერატურის მატების შემთხვევაში მიმართონ ექიმებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, თუმცა მასობრივ მატებას არ ელოდება.
"ჩვენ პიკში შესული ვართ, მე-6, მე-7, მე-8 კვირაა, ანუ შიდა გაგრცელების დაწყებიდანვე, შიდა გავრცელება დაგვეწყო ჩვენ 22 მარტს, გადათვალეთ, ხვალ მთავრდება მე-6 კვირა, შევდივართ მე-7 კვირაში, მე-8 კვირაში.
ყველა ქვეყანამ, სადაც კორონავირუსული ინფექცია ვითარდება, დაახლოებით ეს სცენარი გაიარა. ძალიან ბევრი და კარგი დროული ღონისძიებებით მაქსიმალურად შევაკავეთ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება.
მატება იქნება შემთხვევების, არ ველოდები, რომ ასეულობით ახალი შემთხვევა გვქონდეს. თუ ამ ტემპით ვივლით და დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციებს, რასაც სახელმწიფო იძლევა, აუცილებლად ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ ეპიდემიიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.