06 მაისი 2024,   21:34
ვრცლად
ნიუ-იორკში ყოველ საღამოს ქალაქის მეტრო 4 საათით დაიხურება და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

"ნიუ-იორკში, ყოველ საღამოს, ქალაქის მეტრო 4 საათით დაიხურება და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება," - ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ანდრიუ კუომოს განმარტებით, მიწისქვეშა ტრანსპორტის ხშირმა დასუფთავებამ შესაძლოა ქალაქში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა შეამციროს.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც ღამეს მეტროსადგურებში ათევდნენ, თავშესაფარს მიიღებენ.

"ზედმიწევნით უნდა განვახორციელოთ მეტროს ვაგონების დასუფთავების სამუშაოები, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ცნობები არ გვაქვს, არსებობს ვარაუდი, რომ ის ზედაპირზე 2-3 დღის მანძილზე ისევ აქტიურია და გააჩნია სხვების დაინფიცირების უნარი, პარალელურად ყოველდღიურად 4 საათით დაიკეტება მეტროსადგურები. ვიცით, რომ უსახლკაროების დიდი ნაწილი ღამეს ქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტში ატარებს, ჩვენ მათ დახმარებას შევთავაზებთ, ამის თაობაზე შესაბამისი სამსახურები გაფრთხილებულია," - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მილიონ 160 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 68 ათასზე მეტი.

დღის ამბები