საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ 58 წლის პაციენტზე, რომელიც COVID 19-ით გუშინ, 3 მაისს გარდაიცვალა.
"აღსანიშნავია, რომ გუშინ გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც იყო 58 წლის და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებით მეტი ყურადღებით იქნებიან. ვინაიდან, ნათლად გამოკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა,"- განაცხადა მინისტრმა.