28 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
გერმანიაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, სადაც სტუმრები მუსიკას საკუთარი ავტომობილებიდან უსმენდნენ

მიუხედავად კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი სოციალური დისტანცირების რეგულაციებისა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოქმედებს, შუთდორფში ადგილობრივებმა მუსიკალური ფესტივალი გამართეს, სადაც სტუმრები საკუთარი ავტომობილებიდან უსმენდნენ მუსიკას.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციების გამო, თითოეულ ავტომობილში მხოლოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მანქანიდან გადასვლის უფლება არავის ჰქონდა.

ღონისძიების იდეა, გერმანიაში მოქმედ ივენთ ჯგუფ "ჰოლგერ ბუსს" ეკუთვნის, ტრადიციული გართობის კორონავირუსზე მორგებული გარემოც სწორედ მათი იდეაა.

დღის ამბები