18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
დღის ბოლოს ცნობილი გახდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტების კვლევის პასუხები - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინფიცირებული ექთნის კონტაქტები მოკლვეულია და დღის ბოლო გაირკვევა, მოხდა თუ არა აღნიშნული კონტაქტების დაინფიცირება.

"სიღნაღის შემთხვევა არის დაფიქსირებული კახეთის გარეთ, თბილისში. დღის ბოლოს გვეცოდინება ამ კონტაქტს მოჰყვა თუ არა ადგილზე დაინფიცირება. თუ კონტაქტს დღის ბოლომდე ადგილზე დაინფიცირების დადასტურება არ მოჰყვა, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კახეთში," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, ქადაგიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რომ კახეთში მეორე ინფიცირებული ექიმის კონტაქტებიც დადგენილია. გამოსაკვლევად კი 50-ზე მეტი ადამიანის ანალიზები გაიგზავნა.

"რაც შეეხება ინ დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გუშინწინ უკვე 102 ადამიანის PSR-სკრინინგი გაკეთდა. ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. დღეს 50-ზე მეტი ნიმუში გაიგზავნა ლუგარში და ველოდებით საღამოსკენ ამ ნიმუშების შედეგებს.

ვაგრძელებთ კიდევ ძიებას იმისას, თუ რა შეიძელება გამხდარიყო წყარო ამ დაინფიცირებული ექიმისა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ ქალბატონის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი და რაიმე გამოხატული ნიშნები არ შეენიშნება. მისთვის ხელახლა იქნა აღებული ნაცხი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩაუტარდეს ტესტირება. ველოდებით შემდგომ შედეგებს. 150-ზე მეტი კონტაქტი იმავე დღეს იქნა შესწავლილი, არა მხოლოდ კოლექტივი, სადაც ეს ქალბატონი მუშაობს, არამედ ის პაციენტები, რომელბიც „ევექსის“ კლინიკაში შესაძლოა ყოფილიყვნენ მასთან შეხებაში, ან როგორც სასწრაფოს ექიმს, გამოძახებისას ჰქონდა კონტაქტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ წყაროს მივაგნოთ," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების რუკაზე, კახეთიც გაწითლდა. ინფიცირებულია 2 ექიმი. ამ დროისთვის, ყვარლის სასწრაფო დახმარების ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია მოძიებული. მათგან 102-ს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, მათ შორის 67 მედპერსონალია, არცერთს არ დაუდასტურდა კოვიდ - 19.

 

დღის ამბები