ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 135 პაციენტის შედეგებს ელოდებოდნენ, 96 აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
გამოკვლეულთა შორის იყო 80 მედიკოსი წალენჯიხის და ზუგდიდის 112-ის ფილიალებიდან, ასევე აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკიდან.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, რაც PCR ტესტირება დაიწყო. ამ დროისათვის სულ 300 პირია გამოკვლეული.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამოკვლეული 96 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
"კოვიდ 19-ზე გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 135 პაციენტის ნიმუში შემოვიდა, დარჩენილ პაციენტებს კვლევა დღეიდან განუახლდებათ,"- განაცხადა მალხაზ ბასილაიამ.