ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოლიდარობის კვლევაში გამოყენებული მედიკამენტები ინდივიდუალურად მოერგება პაციენტს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელსაც მკვლევარები და კლინიცისტები დაადგენენ.
როგორც თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა კვლევაში, კვლევაში ჩართული ოთხი სახის პრეპარატიდან ერთ-ერთი პლაქველინია.
"პაციენტების შერჩევის კრიტერიუმები უკვე განსაზღვრულია. პაციენტების ჩართვა ამ ჯგუფებში მოხდება მკვლევარების გადაწყვეტილების შესაბამისად. ერთი მხარე ითვალისწინებს პლაქველინის გამოყენებასაც. არის კიდევ ერთი მხარე, რომელიც ითვალისწინებს შიდსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტივირუსული პრეპარატის გამოყენებას, რომელსაც წინასწარი ჰიპოთეტური შეფასებით აქვს გარკვეული იმედის მომცემი შედეგები კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობის პროცესში.
ამდენად წამლების განაწილება მოხდება კლინიცისტების და მკვლევარების კომპეტენციით და პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინებით," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.