დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსით დაავადებული სამედიცინო პერსონალის უმრავლესობის დაინფიცირება არა სამუშაოს შესრულების დროს, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა, ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ ფეისბუკლაივის დროს იააუბრა:
"სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა არის საყოფაცხოვრებო პირობებში დაინფიცირებული, ჩვენ ეს შესწავლილი გვაქვს და უმრავლესობა არის არა სამუშაო, არამედ ისევ და ისევ შესვენებების დროს, საყოფაცხოვრებო პირობებში და არა პაციენტბთან ურთიერთობისას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.