23 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
ფოთში მებაჟეებისა და ფარმაცევტების ტესტების შედეგებს ელოდებიან

ფოთიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მებაჟეებისა და ფარმაცევტების ბიოლოგიური მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა გამოსაკვლევად.

"ახალ კორონავირუსზე ტესტირების არეალს თანდათანობით ვაფართოებთ. დღეს მებაჟეები და ფარმაცევტები დავტესტეთ. აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება, ეს გეგმიურად, პრევენციული მიზნით ხორციელდება. ფარმაცევტების დატესტვას, სავარაუდოდ, ხვალაც გავაგრძელებთ.

ანალიზების კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, PCR ტექნოლოგიით განხორციელდება,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

დღის ამბები