ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 300-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია. რეგიონში უკვე მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ბათუმის "მედალფაში" 19 ინფიცირებული რჩება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
აჭარაში კორონავირუსი 36 პაციენტმა დაამარცხა.