გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირის მიმართ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.
სამთვიან გამოძიებას 7 ბრალდებული ჰყავს. მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობისთვის არის ბრალდებული. მას ბრალი ორი დღის წინ დაუმძიმდა და მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. კობიაშვილი, პარალელურად, დაზარალებულად არის ცნობილი. მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება.