რამდენად ზუსტია PCR ტესტი, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას თქმით, სიახლე არ არის რომ PCR ტესტის მგრძნობელობა 85%-იანია:
"ეს სიახლე არაა, ამას ჩვენ ვლაპარაკობთ 3 თვეა და დღეს ამაზე აქცენტირება მნიშვნელოვანი არაა. ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს, PCR ტესტის მაქსიმალური მგრძნობელობა არის 85%. ამიტომ არის რომ მარტო PCR ტესტირება არაა საკმარისი, აუცილებელია მასთან ერთად პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ანამნეზის შეფასება, რასაც ჰქვია ჩვეულებრივი და ეპიდემიოლოგიური ანამნეზი. როცა შესაძლებელია, რომ PCR ტესტი უარყოფითი იყოს და ეს მოხვდეს იმ მედიანაში, 15%-ში. ამ შემთხვევაში არსებობს კლინიკა, არსებობს სეროლოგიური კვლევები და ამის გადამოწმება შეიძლება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.