11 სექტემბერი 2026,   18:56
ვრცლად
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 75 წელი გავიდა.

9 მაისს, დიდ სამამულო  ომში გამარჯვებას აღნიშნავენ. ამ დღეს, ვაკის პარკში ვეტერანები იკრიბებიან, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგებენ პატივს.

წელს ტრადიციული შეკრება არ გაიმართება, პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებს და 22 მაისის ჩათვლით საზოგადოებრივი თავშეყრა კანონს ეწინააღმდეგება.

მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, მათი უმეტესობა უკან არ დაბრუნებულა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა. 

დღის ამბები