01 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
გორში დღეს კიდევ ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნა

გორში დღეს დილიდან კიდევ ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნა. მოვაჭრეები დახლებთან დისტანციის დაცვით დგანან, დისტანციას იცავს მომხმარებელიც. მათ ბაზარში შესვლამდე თერმოსკრინინგი უტარდებათ და ხელებს ანტისეპტიკური სითხით უმუშავებენ.

ბაზარი ჯერჯერობით არასრული დატვირთვით უწევს მომხმარებელს მომსახურებას, რის გამოც გარკვეული პროდუქტი გაძვირბულია. მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ მომატებული ფასები დროებითია და მომარაგების სრულად აღდგენასთან ერთად დასტაბილურდება.

დღის ამბები